ფეხბურთი

12:59 | 21.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

სტალე სოლბაკენი: "ჩვენი გუნდი მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არ არის"

ნორვეგიის ნაკრების მთავრმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა ერლინჰ ჰოლანდის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა. მან ისაუბრა, რომ ეროვნული გუნდი მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არ არის და ნორვეგია ქულების მოსაპოვებლად ბრძოლას გააგრძელებს.

"ერლინგმა მძიმედ გადაიტანა, როცა მიხვდა, რომ ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარებოდა. საბედნიეროდ, გუნდში კიდევ ბევრი ნიჭიერი და თავდაჯერებული მოთამაშე გვყავს, რომელიც ქულების მოპოვებაში დაგვეხმარება. მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული არ ვყოფილვართ და მუშაობას ვაგრძელებთ, რათა მაქსიმალურად მომზადებული შევხვდეთ ესპანეთთან და საქართველოსთან მატჩებს", - განაცხადა სტალე სოლბაკენმა.

გეტყვით, რომ ნორვეგიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 25 მარტს ესპანეთთან, ხოლო 28 მარტს საქართველოს წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.119957