ფეხბურთი

10:49 | 21.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი გახდება

L'Équipe -ის ცნობით, თავდამსხმელი კილიან მბაპე, საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი გახდება.

24 წლის მბაპეს „სამფეროვნების“ კაპიტნად დიდიე დეშამი დაასახელებს. ფრანგების წინა კაპიტანი მეკარე უგო ლორისი გახლდათ, რომელმაც საერთაშორისო კარიერის დასრულების შესახებ არგენტინასთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხების შემდეგ განაცხადა.

კილიანის პირველი მატჩი კაპიტნის სამკლაურით 24 მარტს გაიმართება. ფორვარდი თავის გუნდს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩში ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ გაიყვანს.

მბაპე საფრანგეთის ნაკრებში 2017 წლიდან თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში მან ეროვნულ გუნდში 66 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა.

0.118733