ნორვეგიის ნაკრებს ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებთან მატჩის წინ ცენტრალური მცველი კრისტოფერ აიერი გამოაკლდა.
ინგლისური „ბრენტფორდის“ ფეხბურთელი ტრავმირებულია და მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებში გამოძახებული იყო, გუნდს ვერ შეუერთდება. აიერმა პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩიც გამოტოვა „ლესტერის“ წინააღმდეგ.
კრისტოფერ აიერს ნორვეგიის ნაკრებში 27 მატჩი აქვს ჩატარებული. „ბრენტფორდამდე“ ის „სტარტში“, „კილმარნოკსა“ და „სელტიკში“ თამაშობდა.







