ფეხბურთი

20:05 | 20.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია Goal-ის ვერსიით "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა ხუთეულს მიუახლოვდა

ცნობილი გამოცემა Goal.com-ი პერიოდულად 2023 წლის ოქროს ბურთის ნომინანტთა სიას ანახლებს, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია უკვე მეექვსე ადგილზეა!

რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ეს გამოკითხვაზე არ იმოქმედებს, მაგრამ Goal-ი თავის პროგნოზს შედეგებიდან გამომდინარე აკეთებს და ვარაუდობს, რომ ამ წუთისთვის „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში 22 წლის ქართველი მეექვსე პოზიციას იმსახურებს!

„ნაპოლი“ მოულოდნელად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის ფავორიტად იქცა, მას შემდეგ, რაც ფინალამდე მისასვლელი გზა გაირკვა. ქართველი გარემარბი აგრძელებს გოლების გატანას და საგოლე პასების გაკეთება სერია A-ში, ლუჩანო სპალეტის გუნდი აპრილის ბოლომდე „სკუდეტოს“ გაფორმებას აპირებს“, - წერს გამოცემა.

Goal.com-ის რეიტინგის საუკეთესო ათეული ასეთია:

1. ლიონელ მესი (პსჟ, არგენტინა)

2. ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია)

3. კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი)

4. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი, ნიგერია)

5. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი, ბრაზილია)

6. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, საქართველო)

7. მარკუს რაშფორდი (მანჩესტერი, ინგლისი)

8. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა, პოლონეთი)

9. კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედი, ბრაზილია)

10. ბუკაიო საკა (არსენალი, ინგლისი)

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა. კონკრეტულად სერია A-ში ქართველის აქტივში 23 შეხვედრა, 12 გოლი, 10 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.

0.104679