ფეხბურთი

19:28 | 20.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯენარო გატუზო: "ნაპოლი" საოცნებო ფეხბურთს თამაშობს, კვარაცხელია ახალი ბესტია"

„ნაპოლისა“ და „ვალენსიას“ ყოფილმა მთავარმა ჯენარო გატუზომ იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიასა და „აძურის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ხვიჩა ჯორჯ ბესტს აგონებს.

„ველოდი თუ არა ოსიმენისგან ასეთ აფეთქებას? დიახ, რადგან მასში დიდი ფულიცაა გადახდილი. „ლილში“ ის კარგად თამაშობდა და „ნაპოლიში“ ადაპტაცია ადვილი არ იყო. ჩემი გუნდში ყოფნის პერიოდში რამდენიმე თვე ვერ თამაშობდა და მისი არყოფნა გვეტყობოდა. ის არის ძალიან სწრაფი და ძალიან ტექნიკური, წარმოუდგენელი მოთამაშე. თუმცა, ეს „ნაპოლი“ მხოლოდ ოსიმენი არ არის, არის ასევე ლობოტკა, რომელმაც ჩემთან საკუთარი თავი საუკეთესოდ ვერ წარმოაჩინა.

რას ვფიქრობ კვარაცხელიაზე? თითქოს ისევ ჯორჯ ბესტი ვნახეთ. წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს, საოცარი სიმსუბუქით. ეს არის გუნდი, რომლითაც აღტაცებული ვარ და საოცნებო ფეხბურთს თამაშობს”, - თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა. კონკრეტულად სერია A-ში ქართველის აქტივში 23 შეხვედრა, 12 გოლი, 10 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია. ის გოლებით მხოლოდ ვიქტორ ოსიმენს (21) და ლაუტარო მარტინესს (14) ჩამორჩება, ხოლო საგოლე პასებით ყველას უსწრებს და ლიდერია...

0.112906