ფეხბურთი

18:32 | 20.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელიას გამო დღემდე ვტირი"

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა იტალო კუჩიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველი ფეხბურთელის გამო ტირის, რადგან იცის, რომ მის საყვარელ კლუბ „ბოლონიას“ თავის დროზე ხვიჩას შეძენა შეეძლო, მაგრამ ეს ვერ მოახერხა.

„ხვიჩა კვარაცხელიას გამო ისევ ვტირი. ვიცი, რომ ამ ფეხბურთელით დაინტერესებულ კლუბებს შორის ჩემი „ბოლონიაც“ იყო და რა დასანანია, რომ დაკარგეს. „ნაპოლისთან“ იღბალი არაფერი შუაშია. „აძურიმ“ ძალიან კარგად იმუშავა სატრანსფერო ბაზარზე, ამას კი სჭირდება კომპეტენცია და მოთმინება. სხვა კლუბებმა ვერ მოახერხეს კვარაცხელიას გადაბირება, ეს „ნაპოლიმ“ შეძლო“, - თქვა კუჩიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 მატჩში 14 გოლი, 14 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა. კონკრეტულად სერია A-ში ქართველის აქტივში 23 შეხვედრა, 12 გოლი, 10 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია. ის გოლებით მხოლოდ ვიქტორ ოსიმენს (21) და ლაუტარო მარტინესს (14) ჩამორჩება, ხოლო საგოლე პასებით ყველას უსწრებს და ლიდერია.

0.108555