დღეს ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამიში, (საპრიზო ფონდი 8 800 000 დოლარი) მასტერსზე დაიწყებს ასპარეზობას. მისი პირველი მეტოქეც ცნობილია.
ქართველი ჩოგბურთელი ტურნირს საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს. მისი პირველი მეტოქე ბრაზილიელი ფელიპე მელიგენი ალვეში იქნება, რომელიც რეიტინგში 164-ე ადგილზეა.
კარგი სარეიტინგო ადგილით არც ნიკოლოზ ბასილაშვილი დაიკვეხნის. წარუმატებელი სერიის შემდგომ, ის 132-ე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. ეს ქართველი ჩოგბურთელისთვის 2015 წლის შემდგომ ყველაზე დაბალი საფეხურია.
პირველი ეტაპის გადალახვის შემთხვევაში, ბასილაშვილი ეკვადორელ გომესსა და ყაზახ სკატოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ნიკოლზ ბასილაშვილისა და ფელიპე მელიგენი ალვეშის შეხვედრა 19:00 საათზეა ჩანიშნული.