კალათბურთი

16:34 | 20.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

გოგონათა ასაკობრივი ჩემპიონატები დაიწყო – ანა გელაშვილის ოთხმაგი დუბლი პირველივე ტურში

14 და 16 წლამდე გოგონათა საქართველოს ჩემპიონატები დაიწყო, სადაც პირველივე დღეს გამორჩეული შედეგი დაფიქსირდა.



წინა წლებთან შედარებით, გოგონათა ასაკობრივ გუნდებში მეტი აქტივობაა, რაც ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდაში გამოიხატა. 14 წლამდელების ჩემპიონატში 9 გუნდი მონაწილეობს, ხოლო 16-ებში – 10. ორივე ტურნირში 3 ჯგუფია შექმნილი და სანამ პლეი ოფი დაიწყებოდეს, გუნდები 2 წრედ ითამაშებენ.

პირველივე დღეს გამორჩეული შედეგი დაფიქსირდა 16-წლამდელებში. დინამომ ხაშურს 61:37 სძლია და ამ მატჩში ოთხმაგი დუბლი დინამოელმა ანა გელაშვილმა გაიფორმა. 16-წლამდელთა ნაკრების წევრმა 20 ქულა, 35 მოხსნა, 13 ჩაჭრა და 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა

19 მარტს გამართულ დანარჩენ მატჩებში კასპმა 44:12 დაამარცხა ბაღდათი, ბასტიონმა 87:23 მოუგო რუსთავის აკადემიას, ხოლო ორბმა 53 ქულით – 79:26 აჯობა რუსთავს.

20 მარტს დიღმის სპორტულ დარბაზში ქალთა 16-წლამდელთა ჩემპიონატის 6 მატჩი გაიმართება.

GBF.GE

0.11977