ფეხბურთი

15:41 | 20.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონის „ჩელსი“ პულიშიჩის ოსიმენში გაცვლას გეგმავს

ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლიში“ ბრწყინვალე სეზონი აქვს, რის გამოც მის გარშემო არაერთი ძლიერი ევროპული გუნდი, მათ შორის ლონდონის „ჩელსიც“ იჩენს ინტერესს, რომელიც საინტერესო შეთავაზებას ამზადებს.



იტალიური Calciomercato-ს ინფორმაციით, „ჩელსი“ მომავალი სეზონისთვის გუნდის დაკომპლექტებას უკვე შეუდგა, ნიგერიელი შემტევი კი ერთ-ერთია ვისი დამატებაც გუნდის მფლობელს, ტოდ ბოელის სურს.

საინტერესო ის არის, რომ „ჩელსის“ სურს, ნიგერიელი შემტევი ამერიკელ ფეხბურთელში, კრისტიან პულიშიჩში გაცვალოს და თუ საჭირო გახდება, თანხაც დაამატოს.

ერთი შეხედვით, ეს გაცვლა ძალიან უცნაურად მოსჩანს, რადგან ამერიკელ ფეხბურთელს „ჩელსიში“ სათამაშო დრო თითქმის საერთოდ არ ეძლევა, ნიგერიელი კი საოცარ სეზონს ატარებს და სერია A-ს ბომბარდირია.

„არისტოკრატებმა“ ამ სეზონში უკვე დახარჯეს ძალიან დიდი თანხა ფეხბურთელების შესაძენად, თუმცა შედეგებს ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს, რის გამოც გუნდის მფლობელი, ტოდ ბოელი უკმაყოფილოა და გუნდის გაძლიერებას კიდევ უფრო გეგმავს.

მიმდინარე სეზონში ოსიმენმა სერია A-ს ეგიდით 21 გოლი გაიტანა, პულიშიჩის ანგარიშზე კი პრემიერლიგაში 1 გოლი და 1 საგოლე პასია.

0.11807