ფეხბურთი

14:00 | 20.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია GOAL Italia-ს ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

„ნაპოლის“ ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში „ტორინოს“ წინააღმდეგ გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა თავი და ტურის სიმბოლურ გუნდშიც დაიმსახურა ადგილი.



GOAL Italia-ს სიმბოლურ გუნდში კვარაცხელიასთან ერთად, მისი თანაგუნდელები, კიმ მინ-ჯე და ვიქტორ ოსიმენიც მოხვდნენ. შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „ტორინო“ 0:4 დაამარცხა.

სერია A-ში ქართველი ფეხბურთელის აქტივში 23 შეხვედრა 12, გოლი, 10 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია. ის გოლებით მხოლოდ ვიქტორ ოსიმენს (21) და ლაუტარო მარტინესს (14) ჩამორჩება, ხოლო საგოლე პასებში ლიდერობს.

კვირის სიმბოლური გუნდი GOAL Italia-ს მიხედვით:

კარნესკი (კრემონეზე), ეჰიზიბუე (უდინეზე), კიმ მინ-ჯე (ნაპოლი), გატი (იუვენტუსი), კარლოს აუგუსტო (მონცა), დე როონი (ატალანტა), ლოკატელი (იუვენტუსი), გაბიადინი (სამპდორია), კვარაცხელია (ნაპოლი), ძაკანი (ლაციო), ოსიმენი (ნაპოლი).

0.111884