„ნაპოლის“ შემტევ დუეტზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე საუბარი საფეხბურთო სამყაროში არ წყდება. ამჯერად, მათ შესახებ სტატია ესპანურმა Fichajes-მა გამოაქვეყნა:
„ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენს ნეაპოლური გუნდი მოულოდნელ სიმაღლეზე აჰყავთ. გუნდი ერთ ნაბიჯშია 33 წლის შემდეგ პირველი სკუდეტოს მოპოვებასთან.
საიმონი და გარფანკელი, ჯონ ლენონი და პოლ მაკკარტნი, კობი ბრაიანტი და შაკილ ო’ნილი, ახლა კი ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი. ჩვენ ვსაუბრობთ სპორტისა თუ მუსიკის ისეთ წყვილებზე, რომელთაც ორივე სფეროში დიდი სახელები დატოვეს.
ნიგერიელისა და ქართველის წყვილმა ნამდვილი ქარბორბალა დაატრიალა ამ სეზონში. 5000 კილომეტრიანი დაშორება, რომელიც ნეაპოლმა მხოლოდ რამდენიმე მეტრამდე შეამცირა. ისინი ატარებენ სეზონს, რომლის მიზანიც სამხრეთ იტალიის ისტორიის დაწერაა.
კომბინირებული 39 გოლითა და 21 ასისტით აფრო-ევროპული წყვილი ძველ კონტინენტზე ერთ-ერთ ყველაზე საშიშად გამოიყურება. მას შემდეგ, რაც სერია A-ში გუნდი სწორ გზას ადგას, ნეაპოლელების სურვილი ჩემპიონთა ლიგაა. „პარტენოპეი“, რომელიც 1/4 ფინალში „მილანს“ დაუპირისპირდება, ოცნებობს, რომ რაც შეიძლება შორს გავიდეს საერთაშორისო ტურნირზე.
იმ 32 გოლით, რომელიც ორივემ ერთად სერია A-ში გაიტანა, 12 გუნდს უსწრებს ეს წყვილი. ეს ადასტურებს მათ დომინირებას შიდა ჩემპიონატში. მარადონას, კარკასა და ალემაოსგან შემდგარი ტრიოს შემდეგ, „ნაპოლი“ კვლავ იღიმება კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტთან ერთად ოცნებას განაგრძობს“ - წერია სტატიაში.