კალათბურთი

2:34 | 20.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სან ანტონიოს" ბრწყინვალე ქამბექი და მამუკელაშვილის 19 წუთი "ატლანტასთან"

NBA-ში „სან ანტონიო სპურსმა“ „ატლანტა ჰოუქსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 126:118 დაამარცხა. გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი გამოდგა, რომელიც გრეგ პოპოვიჩის გუნდმა 11 ქულით მოიგო, მაგრამ ქამბექი მანამდე დაიწყო.

პირველი ტაიმის შემდეგ „ატლანტა“ 22 ქულით იგებდა! მიუხედავად ამისა, „სპურსმა“ მესამე მეოთხედი 19 და ბოლო მეოთხედი 11 ქულით მოიგო, შედეგად, საბოლოო გამარჯვება მოიპოვა.

სანდრო მამუკელაშვილი „სან ანტონიოში“ გადასვლის შემდეგ საკმაო სათამაშო დროს იღებს და არც ამჯერად ყოფილა გამონაკლისი. ქართველმა კალათბურთელმა 18:45 წუთში 7 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 4-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„სან ანტონიო“ 19 მოგებით და 52 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 22 მარტს, სტუმრად „ნიუ ორლეან პელიკანსთან" გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115375