ესპანეთის ლა ლიგის დასრულებამდე ჯერ დიდი დროა, 12 ტური, მაგრამ შესაძლოა, საჩემპიონო ინტრიგა დღეს დასრულდა.
„ელ კლასიკოში“ „ბარსელონამ“ „რეალს“ დაუქამბექა და არათუ მიახლოების საშუალება არ მისცა, არამედ უპირატესობა ძალზე სოლიდური გახადა. არადა, „რეალს“ რომ მოეგო, 6 ქულამდე ამცირებდა სხვაობას და ყველაფერი დაიძაბებოდა, მაგრამ ახლა სხვაობა 12 ქულაა, რაც ძალიან ბევრია.
„კლასიკო“ „რეალისთვის“ კარგად დაიწყო, სწრაფად დაწინაურდა, რონალდ არაუხოს ავტოგოლით. კარლო ანჩელოტის გუნდი ახერხებდა ამ ანგარიშის კარგა ხანს შენარჩუნებას, მაგრამ ტაიმი მაინც ვერ მოიგო, რადგან ბოლო წუთზე სერხიო რობერტომ გაათანაბრა.
საერთოდ, „რეალისთვის“ ორივე ტაიმის ბოლო ფატალური გამოდგა, რადგან მეორე ნახევარშიც იგივე მოხდა! 92-ე წუთზე მადრიდულ გუნდს ფრანკ კესიმ გაუტანა და „ელ კლასიკო“ „ბარსას“ მოაგებინა.
„ბარსელონას“ 68 ქულა აქვს და „რეალს“, რომელიც მეორე ადგილზეა, 12 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში, სანაკრებო პაუზის შემდეგ „ბარსა“ ღრმა აუტსაიდერ „ელჩეს“ ესტუმრება, ხოლო „რეალი“ „ვალიადოლიდს“ უმასპინძლებს.
„ბარსელონა“ – „რეალი“ 2:1 (1:1)
ბარსელონა, „კამპ ნოუ“
„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; არაუხო, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე; სერხიო რობერტო (კესი 77), ბუსკეტსი, დე იონგი; რაფინია (ფერან ტორესი 83), ლევანდოვსკი, გავი (ანსუ ფატი 90)
მწვრთნელი: ჩავი
„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი, მილიტაო, რუდიგერი, ნაჩო (მენდი 62); მოდრიჩი (ჩუამენი 76), კამავინგა (სებალიოსი 76), კროოსი (როდრიგო 62); ვალვერდე (ასენსიო 76), ბენზემა, ვინისიუსი
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
გოლები: 0:1 არაუხო (9, ა.გ), 1:1 სერხი რობერტო (45), 2:1 კესი (90)
გაფრთხილება: რაფინია (33), სერხი რობერტო (65), ბალდე (90), ანსუ ფატი (90) - ნაჩო (18), მოდრიჩი (69), სებალიოსი (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (7) – 11 (3) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 8:1 თამაშგარე: 1:4
მსაჯი: რიკარდო დე ბურგოსი