ამერიკელმა სამთო მოთხილამურე მიკაელა შიფრინმა სეზონის ბოლო რბოლა, გიგანტური სლალომი მოიგო. მსოფლიო ტასზე ეს მისი 88-ე გამარჯვებაა, რომელთაგან 21 სწორედ გიგანტურ სლალომში აქვს მოპოვებული. ამასთან, შიფრინი 138-ედ ავიდა კვარცხლბეკზე.
შიფრინმა წელს ლეგენდარული შვედის, ინგემარ სტენმარკის რეკორდი (86 გამარჯვება მსოფლიო თასზე) გააუმჯობესა, თუმცა მის სხვა რეკორდამდე ჯერაც ბევრი რჩება: სტენმარკს კარიერაში 155 კვარცხლბეკი აქვს, შიფრინის ანგარიშზე კი ჯერჯერობით 17-ით ნაკლებია.
შიფრინს ქალ მოთხილამურეთა შორის, გიგანტური სლალომი ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული. წინა რეკორდსმენი შვეიცარიელი გრანდი ვრენი შნაიდერია, ვის ანგარიშზეც 20 გამარჯვებაა. ამერიკელმა სეზონი 2 206 ქულით დაასრულა, რაც მისი პირადი რეკორდია. ის მეხუთედ დაეუფლა ბროლის დიდ გლობუსს. გარდა ამისა, მან ამ სეზონში, სლალომსა და გიგანტურ სლალომშიც მოიპოვა ბროლის (მცირე) გლობუსები.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია