ფეხბურთი

22:13 | 19.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "განსაკუთრებული და განსხვავებული ფეხბურთელები მყავს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ტორინოსთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისი ფეხბურთელები ყოველთვის განიცდიან მოგების შიმშილს და ამტკიცებენ, რომ ესმით, რას ნიშნავს „ნაპოლიში“ თამაში.

„მე მყავს გუნდი, რომელიც ყოველთვის გამარჯვების შიმშილს განიცდის. ეს ბიჭები ყოველდღიურად აჩვენებენ, რომ ესმით და გრძნობენ „აძურის“ მაისურის ტარების მნიშვნელობას. კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, „ნაპოლიში“ თამაში მნიშვნელობა გათავისებული რომ აქვთ.

მყავს გუნდი, რომელიც განსაკუთრებული და განსხვავებული ნივთებისგან შედგება. ყოველთვის, როცა მატჩის წინ გასახდელში ვსაუბრობ, არასდროს მქონია განცდა, რომ რომელიმე მათგანში უკმაყოფილება ყოფილიყო. მეშინოდა ყურადღების მოდუნების, რადგან პაუზამდე ბოლო მატჩი იყო, მაგრამ ჩემმა გუნდმა სანაცვლოდ მომაკვიდინებელი რეაქცია გამოავლინა.

მესამე გოლი ყოველთვის ჩემთან ერთად იქნება, მაგრამ მხოლოდ ოსიმენის და კვარას დამსახურება არაა, სხვებმაც იმუშავეს. ჯერ დი ლორენცომ სივრცე გახსნა შესატევად, შემდეგ კვარა ოლივერას დაელოდა, რომელმაც იდეალურად ჩააწოდა, ხოლო საჯარიმოში ბურთს დრაკონი დახვდა, რომელსაც ორი თავი აქვს. ვიცით, რომ ოსიმენი საჯარიმოში ორთავიანი დრაკონია“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 71 ქულით ლიდერობს და მომდევნო შეხვედრას 2 აპრილს „მილანთან“ ჩაატარებს.

0.103965