„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა „ნაპოლისთან“ მატჩის (0:4) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მწვრთნელებს ლუჩანო სპალეტის გუნდის თამაშისგან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ.
„ჩემმა გუნდმა ბევრ მომენტში კარგად ითამაშა, სამწუხაროა, რომ გოლი ვერ გავიტანეთ, რადგან საკმარისი მომენტი შევქმენით. ეს თამაში სამომავლოდ ძალიან დაგვეხმარება. სპალეტის მკაფიო იდეები აქვს. „ნაპოლის“ ყურება ცოცხლად შთამბეჭდავია, აქვს ფიზიკური ძალა, ტექნიკა, ის ნაზავი, რომელიც ყველა გუნდს უნდა ჰქონდეს. 15-20 წუთი ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშეთ, ბურთი ძელს გავარტყით და 2-3 საგოლე მომენტი შევქმენით. მწვრთნელებს გვიყვარს ფეხბურთის ყურება და „ნაპოლისგან“ რასაკვირველია ბევრი რამის სწავლა შეიძლება“, - თქვა იურიჩმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 71 ქულით ლიდერობს და მომდევნო შეხვედრას 2 აპრილს „მილანთან“ ჩაატარებს.