ფეხბურთი

18:32 | 19.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის მე-5 ტური იმერული დერბით და ნულოვანი ფრით დასრულდა

საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტური იმერული დერბით დასრულდა, რომელშიც „სამგურალმა“ „ტორპედოს“ უმასპინძლა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ საგოლე მომენტები ვერცერთმა გუნდმა გამოიყენა და საბოლოოდ, ნულოვანი ფრე დაფიქსირდა.

„ტორპედო“ 5 ტურის შემდეგ ისევ დაუმარცხებელია და 9 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „თელავს“ უმასპინძლებს. „სამგურალს“ 7 ქულა აქვს, მეოთხეა და წინ „დინამო ბათუმთან“ მატჩი ელოდება.

„სამგურალი“ – „ტორპედო“ 0:0 (0:0)

0.123009