ფეხბურთი

18:01 | 19.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავა "კოპენჰაგენში" თამაშობს, სფფ-მ ის განაცხადიდან ტრავმის გამო ამოიღო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უახლოეს სანაკრებო შეკრებას მუხლის ტრავმის გამო დავით ხოჭოლავა გამოტოვებდა, მის ნაცვლად კი მამუკა კობახიძე გამოიძახეს.

თუმცა, დღეს დავით ხოჭოლავა „კოპენჰაგენის“ ძირითად შემადგენლობაშია „ვიბორგის“ წინააღმდეგ დანიის ჩემპიონატის კალენდარული ტურის მატჩში.

რა თქმა უნდა, თუ ის ტრავმირებული იყო, მოედანზე ვერ გავიდოდა. შესაბამისად, საქმე უცნაურ ამბავთან გვაქვს. ჯერჯერობით, მხარეებს ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 25 მარტს მონღოლეთს ამხანაგურ მატჩში, ხოლო 28 მარტს, ნორვეგიის ნაკრებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით დაუპირისპირდება.

0.121761