ფეხბურთი

13:27 | 19.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია მამარდაშვილზე: "კიდევ ერთხელ თავის გუნდში საუკეთესო"

ესპანეთის ლა ლიგის 26-ე ტურში „ვალენსია“ სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოსთან“ 0:3 დამარცხდა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილს გაშვებულ გოლებში ბრალი არ მიუძღვის. უფრო მეტიც, რომ არა ქართველი მეკარე, „ღამურები“ უფრო სოლიდური ანგარიშით წააგებდნენ.

მამარდაშვილმა „ვალენსია“ სამჯერ გადაარჩინა, როცა რთული დარტყმები მოიგერია. ესპანურმა მედიამ 22 წლის მეკარე „ლოს ჩეს“ რიგებიდან კიდევ ერთხელ საუკეთესოდ დაასახელა.

AS: „გუნდში ისევ საუკეთესოა. მას რამდენიმე სეივი ჰქონდა, რამაც „ვალენსია“ უფრო დიდი ანგარიშით მარცხისგან გადაარჩინა“.

Eldesmarque: „ბარახას გუნდში ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ სწორი პასუხი გასცა. პირველ ტაიმში ორი დიდებული მოგერიება ჰქონდა“.

Superdeporte: „მან კიდევ ერთხელ აჩვენა გუნდისთვის დიდი დახმარების ხელი, რითაც უფრო დიდი გოლეადა თავიდან აიცილა“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ჩატარებულ 26 მატჩში 31 გოლი გაუშვა და კარი მშრალად ხუთჯერ შეინახა. „ვალენსია“ 26 ქულით მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 3 აპრილს, „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლებს.

0.116792