ფეხბურთი

10:29 | 19.03.2023 | ნანახია 458 - ჯერ

რონალდუს ჯარიმა და "ალ-ნასრის" ქამბექი (+VIDEO)

საუდის არაბეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში „ალ-ნასრმა“ შინ „აბჰა“ 2:1 დაამარცხა, კრიშტიანუ რონალდუმ კი უგოლო სერია შეწყვიტა.

„ალ-ნასრი“ 78-ე წუთამდე აგებდა, მაგრამ პორტუგალიელმა საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა. 8 წუთის შემდეგ ანდერსონ ტალისკამ პენალტით გამარჯვების გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუმ მას თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება დაუთმო.

„ალ-ნასრი“ 49 ქულით მეორე ადგილზე ადა „ალ-იტიჰადს“ ქულით ჩამორჩება. კრიშტიანუ რონალდუს აქტივში კი საუდის არაბეთის ჩემპიონატში 9 გოლია.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:19 | 10.06.2023
O. Mertskhali (8101)

ვავა მილან, ვავა.. ))

0.082716
458