ფეხბურთი

2:10 | 19.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ისევ დამარცხდა, იბრაჰიმოვიჩმა სერია A-ს რეკორდი დაამყარა

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში მოქმედი ჩემპიონი „მილანი“ „უდინეზეს“ ესტუმრა და მორიგი მარცხი განიცადა. სტეფანო პიოლის გუნდს სერია A-ში 3-მატჩიანი მოუგებელი სერია დაუგროვდა (1 ფრე, 2 წაგება) და ლიდერ „ნაპოლის“ 20 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ლუჩანო სპალეტის გუნდს უპირატესობის გაზრდის შანსი კვირას ექნება.

თუმცა, ალბათ უპრიანი იქნება, „ნაპოლის“ კონკურენტად „მილანი“ აღარ ჩავთვალოთ, ცხადია, იტალიის ჩემპიონატში, თორემ, ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან, გამორიცხული არაფერია, ყველაფერი ორ მატჩზე იქნება დამოკიდებული.

„მილანის“ მხრიდან „უდინეზეს“ კარი ზლატან იბრაჰომოვიჩმა პენალტით დალაშქრა, ის 41 წლის და 166 დღის ასაკში გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც სერია A-ს ისტორიაში გოლი გაიტანა. იბრამ ალესანდრო კოსტაკურტას შედეგი გააუმჯობესა (41 წლის და 25 დღის).

„მილანს“ 48 ქულა აქვს და ჯერ მეოთხე ადგილზეა, მაგრამ შესაძლოა, ტურის დასრულების შემდეგ „რომამ“ გადაასწროს, რომელსაც რომაული დერბი ელოდება „ლაციოსთან“.

„უდინეზე“ – „მილანი“ 3:1 (2:1)

გოლები: 1:0 პერეირა (9), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (45, პენ), 2:1 ბეტო (45), 3:1 ეჰიზუბე (70)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109501