სხვა

1:56 | 19.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

რომან დოლიძე მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით დამარცხდა

UFC 286-ის ღონისძიება ლონდონში გაიმართა, სადაც საშუალო წონის წარმომადგენელი რომან დოლიძე, რომელიც რეიტინგში მე-9 ადგილზეა, წონის მეოთხე ნომერ მარვინ ვეტორის შეხვდა.

იტალიელ მებრძოლთან დოლიძე მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა, ეს საკმაოდ საკამათო იყო. პირველ რაუნდში ქართველი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მსაჯებმა რაუნდის გამარჯვებულად ვეტორი გამოაცხადეს. მეორე რაუნდში ისევ იტალიელმა იმძლავრა, ხოლო მესამე რაუნდში, სადაც თითქოს ასევე რომანი ფლობდა უპირატესობას, მაგრამ არბიტრებმა სხვაგვარად განსაჯეს.

ამრიგად, დოლიძემ მარცხი განიცადა და ბოლო 5 ბრძოლაში პირველად დამარცხდა. თუმცა, წაგების მიუხედავად, რეიტინგში უკუსვლა არ ემუქრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107751