ჭიდაობა

1:08 | 19.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს U23 მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე თავისუფალი სტილით ჭიდაობის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა.



57 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ლუკა ღვინჯილიამ შვეიცარიელი ტომას ეპი 5:0 დაამარცხა.

კიდევ ერთი ბრინჯაო 65 კგ.-ში გოგა ოთინაშვილმა მოიპოვა, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მოლდაველ ბენიამინ ბორზინს 12:6 სძლია.

მესამე ბრინჯაოს მედალი კი დავით ფაცინაშვილმა 70 კგ.-ში დაისაკუთრა. მან ავსტრიელი ბენედიკტ ჰუბერი 10:0 დაამარცხა.

შედარებით წარმატებული იყო 79 კგ.-ში ვლადიმერ გამყრელიძის გამოსვლა, რომელმაც ფინალამდე მიაღწია, იქ კი ბერძენ გეორგიოს კუგიუმციდისთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ქართველი მოჭიდავეები უკვე ხვალ განაგრძობენ ბუქარესტის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას. მედლებისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან დავით აბდალაძე (61 კგ) და გიორგი გოგრიჭიანი (74 კგ) განაგრძობენ, ანდრო მარგიშვილი (92 კგ) კი ფინალში თურქი მეტოქის წინააღმდეგ იჭიდავებს.

აღსანიშნავია, რომ ხვალ უნდა ეჭიდავა სოლომონ მანაშვილსაც, თუმცა აზერბაიჯანელი მეტოქის დამარცხების შემდგომ, მასსა და მის მოწინააღმდეგეს შორის დაპირისპირება მოხდა და მსაჯებმა ორივე მათგანს დისკვალიფიკაცია მისცეს

0.126996