23:20 | 18.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

კანტე გამოჩნდა, „ჩელსიმ“ ისევ ვერ მოიგო

გასავარდნ ზონასთან ერთ ქულაში მყოფი „ლიდსი“ არცთუ უკეთეს ბედში ჩავარდნილ „ვულვერჰემპტონს“ ესტუმრა და ნამდვილი თრილერი გაუმართა. ერთი საათის თავზე სტუმრები 0:3 იგებდნენ, მაგრამ შემდეგ „მგლებმა“ იძალეს და ორი ბურთი გაქვითეს. დაძაბულობა ბოლო წამებამდე გრძელდებოდა, სანამ მე-7 დამატებულ წუთზე როდრიგომ მეოთხე ბურთი არ გაიტანა. მანამდე მასპინძლებს 82-ე წუთზე ხონი კასტრო გაუძევეს. საბოლოოდ - 2:4.

„საუთჰემპტონმა“ და „ტოტენჰემმა“ ერთმანეთს 3-3 გოლი გაუტანეს. თამაში ბინძური გამოვიდა, ჯარიმები მეტი იყო, ვიდრე ფეხბურთი. ექიმებს ხშირად უწევდათ მინდორზე გასვლა. „ტოტენჰემი“ იგებდა, მაგრამ „წმინდანმა“ ჯეიმს უორდ-პროუზმა მესამე დამატებულ წუთზე გამათანაბრებელი პენალტი გაიტანა - 3:3.

ახლა „ტოტენჰემმა“ 49 ქულა მოაგროვა და ცხრილში მეოთხე საფეხურზე დგას. 23-ქულიანი „საუთჰემპტონი“ კი ბოლო ადგილზეა.

„ჩელსიმ“ დღის გვიან მატჩში „ევერტონთან“ შინ ფრედ 2:2 ითამაშა. „ლურჯების“ განაცხადში მათი ნახევარდაცვის ბურჯი, ნგოლო კანტე გამოჩნდა, რომელსაც ტრავმის გამო 2022 წლის აგვისტოს შემდეგ აღარ ეთამაშა. მაშინ „არისტოკრატების“ მწვრთნელი ჯერ კიდევ ტომას ტუხელი გახლდათ. თუმცა ფრანგი მინდორზე არ გამოჩენილა.

გრემ პოტერის შეგირდები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. ჯამში „ჩელსიმ“ 38 ქულა მოაგროვა და მეათე ადგილზე დარჩა. 26-ქულიანი „ევერტონი“ კი მეთხუტმეტეზეა.

ინგლისი

პრემიერლიგა

28-ე ტური. 18 მარტი

ჩელსი - ევერტონი 2:2

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი“

1:0 ფელიქსი (52)1:1 დუკურე (69), 2:1 ჰავერცი (76 პენ), 2:2 სიმსი (90)

ჩელსი: კეპა, ბადიაშილი, კულიბალი, ფოფანა (ჩალობა 87), ჩილუელი, კოვაჩიჩი (ლოფტუს-ჩიკი 81), ენცო ფერნანდესი, ჯეიმსი, ფელიქსი (ჩუკვუემეკა 86), ჰავერცი, პულიშიჩი (გალახერი 62)

მწვრთნელი: გრემ პოტერი

ევერტონი: პიკფორდი, გოდფრი, ტარკოვსკი, კინი, კოულმენი (მიკოლენკო 84), ონანა, გეიე (სიმსი 79), დუკურე, მაკნილი, ივობი, გრეი

მწვრთნელი: შონ დაიჩი

მსაჯი: დარენ ინგლენდი

გაფრთხილება: კულიბალი (57), ჯეიმსი (74); გეიე (29), მაკნილი (45+1)

ვულვერჰემპტონი - ლიდსი 2:4

0:1 ჰარისონი (6), 0:2 ერლინგი (49), 0:3 კრისტენსენი (62), 1:3 კასტრო (65), 2:3 კუნია (73), 2:4 როდრიგო (90+7)

გაძევება: კასტრო (82), ნუნიეში (90+11, მოედანს გარეთ) - ორივე ვულვერჰემპტონი

სუთჰემპტონი - ტოტენჰემი 3:3

0:1 პორო (45+1), 1:1 ადამსი (46), 1:2 კეინი (65), 1:3 პერიშიჩი (75), 2:3 უოლკოტი (77), 3:3 უორდ-პროუზი (90+3 პენ)

ბრენტფორდი - ლესტერი 1:1
1:0 იენსენი (32), 1:1 ბარნსი (52)

გაძევება: ბაპტისტი (90+3) - ბრენტფორდი

ასტონ ვილა - ბორნმუთი 3:0

1:0 ლუისი (7), 2:0 ჯეიკობ რემზი (80), 3:0 ბუენდია (89)

0.153001