სხვა

23:42 | 18.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვლჰოვამ სეზონის ბოლო სლალომი მოიგო

ქალ სამთო მოთხილამურეთა სეზონის ბოლო სლალომი, რომელიც ანდორაში გიმართა, სლოვაკმა პეტრა ვლჰოვამ მოიგო. ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა კი მესამე ადგილი დაიკავა და კიდევ ერთი ბროლის გლობუსი დაისაკუთრა.

ვლჰოვა (ფოტოზე) პირველი ცდის შემდეგ დაწინაურდა და საბოლოოდ, 0.43 წამით აჯობა ხორვატ ლეონა პოპოვიჩს, ვინც კარიერაში პირველად ავიდა კვარცხლბეკზე. შიფრინი პირველი ცდის შემდეგ მეოთხე ადგილზე იყო, თუმცა საბოლოოდ, ერთი საფეხურით წინ წაინაცვლა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც შვედმა ანა სვენ ლარსონმა გასასვლელი გამოტოვა და ცდა ვერ დაასრულა.

შიფრინმა კარიერაში 137-ედ შეძლო კვარცხლბეკზ ასვლა, რითაც ქალთა რეკორდი გაიმეორა. აქამდე ამ რეკორდს ერთპიროვნულად ფლობდა მისი თანამემამულე ლინდსი ვონი. შიფრინმა სლალომში ბროლის გლობუსი მეშვიდედ მოიპოვა. გარდა ამისა, ის ამ სეზონში გიგანტური სლალომის მცირე გლობუსს და აბსოლუტური ჩათვლის დიდ გლობუსსაც დაეუფლა.

შიფრინმა ამ სეზონში სლალომის 11 რბოლიდან, ექვსი მოიგო, სამჯერ მეორეზე გავიდა და მხოლოდ ორჯერ დაიკავა კვარცხლბეკის მესამე საფეხური.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108836