კალათბურთი

23:07 | 18.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთში შერმადინმა 11 ქულა ჩააგდო, “ტენერიფემ“ კი მარტივად მოიგო

ესპანეთის ლიგა ენდესას 23-ე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ სტუმრად „ობრადოიროს“ დაუპირისპირდა და მარტივად, 58:78 დაამარცხა.



საქართველოს ნაკრების ცენტრმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 23:30 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 5 მოხსნა 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება დააგროვა. გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 19-ს შეადგენდა, რაც საუკეთესო შედეგი იყო.

ორივე გუნდში საუკეთესო „ტენერიფეს“ სასუ სალინი იყო, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო. „ობრადოიროს“ მხრიდან 16 ქულით კანადელი კასიუს რობერტსონი გამოირჩა. ქართველის გუნდმა მე-16 გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

მომდევნო მატჩს „ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგაზე 21 მარტს, „დარუშაფაკას“ წინააღმდეგ ჩაატარებს, ACB ლიგაში კი გუნდი 26 მარტს, „გრან კანარიას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11505