ფეხბურთი

22:13 | 18.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

“დილამ“ “შუქურა“ დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა

ეროვნული ლიგის მე-5 ტურის ბოლოსწინა შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც „დილა“ „შუქურას“ დაუხვდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.



შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 13-ე წუთზე სენეგალელმა შემტევმა ჰონორე გომისმა გახსნა. მეორე ტაიმში კი გეილმა სხვაობა ორბურთიანი გახადა და „დილას“ მნიშვნელოვან გამარჯვებას წერტილი დაუსვა.

გორელებმა ამ გამარჯვებით 6 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე გადაინაცვლეს. „შუქურა“ კი ჯერ-ჯერობით ლიგის ერთ-ერთ აუთსაიდერად მოსჩანს. ქობულეთურ გუნდს 5 ტურის შემდგომ 3 ქულა აქვს და მე-9 პოზიციაზე იმყოფება.

ეროვნული ლიგის მე-5 ტურის ბოლო შეხვედრა ხვალ, 19 მარტს გაიმართება. წყალტუბოს „სამგურალი“ საკუთარ მოედანზე ქუთაისის „ტორპედოს“ მიიღებს.

„დილა“ 2:0 „შუქურა“

გოლები:
გომისი (13), გეილი (67).

0.111374