საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში ცლილებაა. მარტში გასამართი მატჩებისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას მუხლის ტრავმის გამო დავით ხოჭოლავა გამოაკლდა. მის ნაცვლად, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, გუნდში ბათუმის „დინამოს“ მცველი, მამუკა კობახიძე გამოიძახა.
გარდა ამისა, ეროვნულ ნაკრებს საწვრთნელ შეკრებაზე 17 წლის დებიუტანტი შეუერთდება. "დინამო თბილისის" წევრი გაბრიელ სიგუა ვილი სანიოლმა უახლოესი ორი მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი)
მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), მამუკა კობახიძე ("დინამო ბათუმი"), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი ("შახტარი", უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო თბილისი"), საბა საზონოვი ("დინამო", რუსეთი), ლაშა დვალი ("აპოელი", კვიპროსი)
ნახევარმცველები: გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“ პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე ("დინამო", რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი", თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), გაბრიელ სიგუა ("დინამო თბილისი")
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)
მონღოლეთთან და ნორვეგიასთან შეხვედრებისთვის ჩვენი გუნდი 25 ფეხბურთელით მოემზადება. საწვრთნელი შეკრება თბილისში 20 მარტს დაიწყება და შემდეგ მატჩების მასპინძელ ქალაქში გაგრძელდება. საქართველოს ნაკრები 25 მარტს, 18:00 საათზე ამხანაგურ მატჩს მონღოლეთთან ჩაატარებს, ხოლო 28 მარტს, 20:00 საათზე ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე თამაში ბათუმში გაიმართება.