ფეხბურთი

20:07 | 18.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

როდრიგო - პარტნიორების შესახებ: ბენზემასგან ბევრს ვსწავლობ, მოდრიჩი ყოველთვის მარიგებს

მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, როდრიგო გოესმა, ჟურნალისტებს უამბო, რომელი თანაგუნდელი ახდენს მასზე დიდ გავლენას.

„კარიმ (ბენზემასგან) ყოველდღე ბევრს ვსწავლობ, ის ხშირად მესაუბრება. მასთან თამაში სიამოვნებაა, ჩემთვის ის მსოფლიოში საუკეთესოა.

ლუკა (მოდრიჩი) კიდევ ერთი ადამიანია, რომელიც ყოველთვის მელაპარაკება და მარიგებს. მან უკვე ბევრი რამ ნახა ფეხბურთში, მოიგო თითქმის ყველაფერი და მინდა ვისწავლო იგივე, რასაც ის აკეთებს.

ანჩელოტი? ეს არის ადამიანი, ვისთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, შესანიშნავი მწვრთნელია და ყოველთვის მეხმარება.“- ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს clubdeldeportista.com.

21 წლის როდრიგომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე „რეალის" შემადგენლობაში 40 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107949