კალათბურთი

19:42 | 18.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

გრეგ პოპოვიჩი: “მამუკელაშვილმა იცის, თუ როგორ უნდა ითამაშოს კალათბურთი“

ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში მორიგი შეხვედრა ჩაატარა, 14 მოხსნით პირადი რეკორდი გაიმეორა და პრესკონფერენციაზე გრეგ პოპოვიჩის შექებაც დაიმსახურა.



საინტერესოა, რომ ჟურნალისტმა გრეგს როდესაც მამუს შესახებ დაუსვა შეკითხვა, ლეგენდარული მწვრთნელი ვერ მიხვდა იმას, თუ ვის შესახებ იყო კითხვა - ოჰ, არ ვიცოდი თუ სანდროს მამუს ეძახდით, ეს ალბათ მისი ზედმეტსახელია“ - თქვა პოპოვიჩმა, შემდეგ კი მის თამაშს გაუსვა ხაზი:

„ის კარგი მოთამაშეა, იცის როგორ უნდა ითამაშოს მატჩები. ნელ-ნელა ეჩვევა მდგომარეობას. იმის გათვალისწინებით, თუ რა ცოტა დროა, რაც ის ჩვენთანაა, მშვენივრად გამოიყურება.“ - განაცხადა პოპოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „მემფის გრიზლსის“ წინააღმდეგ სანდრო მამუკელაშვილმა 23 წუთი ითამაშა, რა დროშიც 6 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114878