სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

19:17 | 18.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

სუპერკომპიუტერი ლიგის ფინალში გასვლის მთავარ ფავორიტად „ნაპოლის“ მიიჩნევს

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური წილისყრის შემდგომ, სუპერკომპიუტერმა ტურნირის ფავორიტები ახლიდან გადაანაწილა, ფინალში გასვლის ყველაზე დიდი შანსი კი „ნაპოლის“ მიანიჭა.



ერთ მხარეს ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები, „რეალ მადრიდი“, „ბაიერნი“ და „მანჩესტერ სიტი“ არიან, რომელთაც „ჩელსიც“ შეუერთდათ, მეორე მხარეს კი 3 იტალიური გუნდი მოხვდა, რომელთაც „ბენფიკა“ დაემატა.

FiveThirtyEight-ის ანალიტიკური სუპერკომპიუტერის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის მოგების ყველაზე დიდი შანსი „მანჩესტერ სიტის“ აქვს. მათი მაჩვენებელი 28%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე „ბაიერნია“, რომლის მოგებასაც სუპერკომპიუტერი 18%-ს უწინასწარმეტყველებს.

სამაგიეროდ, ფინალში გასვლის ყველაზე დიდ შანსს ანალიტიკური კომპიუტერი „ნაპოლის“ აძლევს. მისი მონაცემებით, ნეაპოლელებს ფინალში გასვლის 43%-იანი შანსი აქვთ, მოგების კი 18%-იანი, რაც იტალიელებს მესამე ფავორიტად აქცევთ.



აღსანიშნავია, რომ FiveThirtyEight-ის ანალიტიკური სუპერკომპიუტერი პროცენტულ მაჩვენებლებს გუნდების ძალაზე, გატანილ და გაშვებულ გოლებზე დაკვირვებით ითვლის. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში „მილანს“ დაუპირისპირდება.

0.117708