ფეხბურთი

17:32 | 18.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

უხვგოლიანი ფრე სამტრედიაში

საქართველოს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში „სამტრედიამ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და უხვგოლიან შეხვედრაში გუნდებმა ქულები გაინაწილეს - 3:3.

განსაკუთრებით ფეერიული საწყისი 20 წუთი გამოდგა, როდესაც გუნდებმა 2-2 გოლი გაცვალეს. ანგარიში მეოთხე წუთზე შეიკნე სილამ გახსნა და სტუმრები დააწინაურა, რასაც სამტრედიელებმა ზვიად ნაჭყებიასა და სირილ ჩამბას გოლებით უპასუხეს. მე-20 წუთზე გიზო მამაგეიშვილმა გაათანაბრა და ტაიმი 2:2 დასრულდა.

მეორე ნახევრის დასაწყისში თბილისელები ისევ წინ გავიდნენ, ამჯერად ივა გელაშვილის გოლით. თუმცა, 90-ე წუთზე ვარლამ კილასონიამ პენალტი ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს ქულა მოაპოვებინა.

„სამტრედია“ 4 ქულით სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 1 აპრილს, გორის „დილას“ შეხვდება, ხოლო „საბურთალო“ 6 ქულით მეოთხეა და მომდევნო შეხვედრას 1 აპრილს, „გაგრასთან“ ჩაატარებს.

„სამტრედია“ – „საბურთალო“ 3:3 (2:2)

გოლები: 0:1 სილა (4), 1:1 ნაჭყებია (14), 2:1 ჩამბა (17), 2:2 გ. მამაგეიშვილი (20), 2:3 გელაშვილი (53), 3:3 კილასონია (90, პენ)

0.120147