ფეხბურთი

15:47 | 18.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლა ფუენტემ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი საწყისი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ესპანეთი მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ჯგუფშია, თუმცა ჯერ „ფურია როხას“ ნორვეგიასა და შოტლანდიასთან დაპირისპირება მოუწევს. სწორედ აქ შედგება დე ლა ფუენტეს დებიუტი, რომელმაც ლუის ენრიკე შეცვალა. მან მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადიდან 12 ფეხბურთელი არ გამოიძახა და გუნდში ბევრი ცვლილება განახორციელა.

მეკარეები: კეპა არიზაბალაგა (ჩელსი), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი), დავიდ რაია (ბრენტფორდი)

მცველები: ხოსე გაია (ვალენსია), ნაჩო ფერნანდესი (რეალი), დანი კარვახალი (რეალი), ალექს ბალდე (ბარსელონა), ინიგო მარტინესი (ბილბაო), დავიდ გარსია (ოსასუნა), პედრო პორო (ტოტენჰემი), ემერიკ ლაპორტი (მანჩესტერ სიტი)

ნახევარმცველები: როდრი (მანჩესტერ სიტი), ფაბიან რუისი (პსჟ), მარტინ სუბიმენდი (სოსიედადი), მიკელ მერინო (სოსიედადი), პედრი (ბარსელონა), გავი (ბარსელონა), დანი სებალიოსი (რეალი)

თავდამსხმელები: ალვარო მორატა (ატლეტიკო), დანი ოლმო (ლაიფციგი), ნიკო უილიამსი (ბილბაო), ბრაიან ხილი (სევილია), იაგო ასპასი (სელტა), ხოსელუ (ესპანიოლი), ჟერარ მორენო (ვილიარეალი).

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები 25 მარტს, ნორვეგიას, ხოლო 28 მარტს, შოტლანდიას შეხვდება. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ვილი სანიოლის გუნდი „ფურია როხას“ ამ შესარჩევ ციკლში 8 სექტემბერს საკუთარ მოედანზე და ბოლო ტურში, 19 ნოემბერს სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.073553