სხვა

11:59 | 18.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო და მაკუუჩი დივიზიონში გადასვლის შანსს ინარჩუნებს (+VIDEO)

ჰარუ ბაშოზე ზედიზედ მეორე და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი მე-7 საშეჯიბრო დღეს ჯურიოს მე-5 ნომერ ენჰოს შეხვდა და ოშიტაოშის ილეთით აჯობა.

ტოჩი დღევანდელ მეტოქეს მეორედ შეხვდა და ორივე ბრძოლა სათავისოდ დაასრულა, ამიტომ დადებითი ბალანსი გაიუმჯობესა და მეტოქესთან უპირატესობა 2:0-მდეც გაზარდა. რაც შეეხება უშაუალოდ დღევანდელ დაპირისპირებას, ჩვენებურს მოსაგებად სულ 2 წამი დასჭირდა, რადგან შეტაკებისთანავე მცირეწონოსან მეტოქეს ძლიერად შეეჯახა და დოჰიოზე დააგდო.

(ენჰოსა და ტოჩინოშინის ბრძოლა შეგიძლიათ იხილოთ მე-16 წუთიდან)

ამრიგად, ქართველ გოლიათს გაზაფხულის პირველ ტურნირზე 3 მოგების წილ 4 მარცხი აქვს. ჩვენებურს იმისთვის, რომ მაკუუჩი დივიზიონში დაბრუნდეს, მინიმუმ კიდევ 5 გამარჯვება სჭირდება. ლევანს მარტის ბაშოზე 8 ორთაბრძოლა დარჩა ჩასატარებელი.

გორგაძის მომდევნო მეტოქე ჯურიოს მე-5 ნომერი როგა იქნება, რომელსაც აქამდე არასდროს შეხვედრია. ხვალინდელ მეტოქესაც ტოჩის მსგავსად მიმდინარე ტურნირზე 3:4-ზე ბალანსი აქვს.

0.115637