სხვა

0:15 | 18.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

უსიკი და ფიური აპრილის ბოლოს, ლონდონში იბრძოლებენ

ოლეკსანდრ უსიკი და ტაისონ ფიური, მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულების გამაერთიანებელ ბრძოლას ლონდონის უემბლის სტადიონზე, 29 აპრილს იბრძოლებენ. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ბრიტანელი ფიური საპრიზო თანხის 70 პროცენტს მიიღებს, უკრაინელ უსიკს კი 30 პროცენტი ერგება.

იესპიენის ცნობით, უსიკმა მოითხოვა, რომ ფიურმა უკრაინის დახმარების ფონდში 1 მილიონი დოლარი გადარიცხოს. თუმცა დადებითი პასუხი მიიღო თუ არა, ეს დადასტურებული არაა.

ამგვარად, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ფიური უემბლის სტადიონს უბრუნდება. იქ მან შარშან ტექნიკური ნოკაუტი აგემა თანამემამულე დილიან უაითს.

ფიურიმ დეკემბერში დერეკ ჩისორა მეათე რაუნდში ნოკაუტით შეაჩერა. იმ ბრძოლას უსიკი პირველი რიგიდან უყურებდა და გამარჯვების შემდეგ, WBC-ს ჩემპიონმა ის ბრძოლაში გამოიწვია - მე შენ ჩამოწერას ვაპირებო. პასუხმაც არ დააგვიანა.

ცნობისათვის, უსიკის გუნდმა ფიურის საპრიზო თანხის 50-50-ზე გაყოფა შესთავაზა, მაგრამ ბრიტანელმა მიუგო, თქვენი ფასი 30 პროცენტიაო. თქმა არ უნდა, ამაზე უკრაინელისგან უარს მიიღებდა, მაგრამ უსიკისთვის ამ ეტაპზე, მთავარი ტიტულების გამაერთიანებელ ბრძოლაში მონაწილეობა და მისი მოგებაა...

0.125585