ფეხბურთი

23:00 | 17.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკმა ამხანაგური მატჩებისთვის გერმანიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიასკოს შემდეგ გერმანიის ნაკრები პირველ მატჩებს ჩაატარებს. „ბუნდესნაკრების“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა კი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც არაერთი ახალი სახე მოხვდა.

მეკარეები: ბერნდ ლენო (ფულჰემი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა), კევინ ტრაპი (აინტრახტი)

მცველები: არმელ ბელა-კოჩაპი (საუთჰემპტონი), მატიას გინტერი (გლადბახი), კრსტიან გიუნტერი (ფრაიბურგი), ტილო კერერი (ვესტ ჰემი), ნიკო შლოტერბეკი (დორტმუნდი), დავიდ რაუმი (ლაიფციგი), მარიუს ვოლფი (დორტმუნდი), იოშა ვანგომანი (შტუტგარტი)

ნახევარმცველები: იოზუა კიმიხი (ბაიერნი), ემრე ჯანი (დორტმუნდი), ლეონ გორეცკა (ბაიერნი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ფლორიან ვირტცი (ლევერკუზნეი), მარიო გიოტცე (აინტრახტი), ფელიქს ნმეჩა (ვოლფსბურგი)

თავდამსხმელები: კაი ჰავერცი (ჩელსი), სერჟ გნაბრი (ბაიერნი), კევინ შადე (ბრენტფორდი), ტიმო ვერნერი (ლაიფციგი), ნიკლას ვოლფკრუგი (ვერდერი), მერგიმ ბერიშა (აუგსბურგი)

გერმანიის ნაკრები 25 მარტს პერუს, ხოლო 28 მარტს ბელგიას გაეჯიბრება. ცხადია, გერმანიის ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში არ თამაშობს, რადგან მასპინძელია და ფინალურ ეტაპზე ავტომატურად გასულია.

0.116767