ფეხბურთი

21:04 | 17.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

კოზმი: "იუვენტუსმა" კვარაცხელია პირველმა შეამჩნია, მერე კი უკან დაიხიეს, ჰოლანდზეც ასე მოიქცნენ"

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა.

მან ასევე გაიხსენა, რომ 10 დღის განმავლობაში ერლინგ ჰოლანდიც ტურინელთა რიგებში ვარჯიშობდა, სანამ ის ცნობილი ფეხბურთელი გახდებოდა.

„დანამდვილებით ვიცი, რომ კვარაცხელია პირველი „იუვემ“ შეამჩნია, „ნაპოლიზე“ ადრე ისინი დაინტერესდნენ, მაგრამ შემდეგ ჯუნტოლიმ წაიყვანა. ეს წარმატება „ნაპოლის“ მენეჯერების დამსახურებაცაა, არა მარტო ფეხბურთელების, კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა ხაზგასმული უნდა იყოს. „იუვენტუსმა“ იგივე არ გააკეთა, მათ ფეხბურთელზე ფაქტობრივად უარი თქვეს.

ერლინგ ჰოლანდიც 10 დღე „იუვეში“ ვარჯიშობდა, მაგრამ მაშინ ძალიან პატარა იყო. ის ვერ დაიტოვეს, რადგან პრობლემები წარმოიშვა და სხვა ფეხბურთელი ამჯობინეს“, - თქვა სერსე კოზმიმ.

0.114004