ავტოსპორტი

15:52 | 17.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვირტუალური რბოლის მესამე ეტაპი არჩილ ციმაკურიძემ მოიგო და სატურნირო ცხრილს ლიდერობს

საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატის მესამე ეტაპი არჩილ ციმაკურიძემ მოიგო და სატურნირო ცხრილში დაწინაურდა. ტურნირი წრიულ რბოლაში წვიმიან ჰუნგარორინგზე გაიმართა. შეჯიბრის Მონაწილეებისთვის ეს პირველი წვიმიანი რბოლა იყო, რაც დამატებითი სირთულეს წარმოადგენდა.

კვალიფიკაცია კვლავ Ferrari 488 GT3-ით მოასპარეზე არჩილ ციმაკურიძემ მოიგო, რომელმაც მეტოქეებს 0,8 წამის უპირატესობით აჯობა. რბოლის დაწყების შემდეგ არჩილმა, უკვე მესამედ ზედიზედ, ლიდერობა დაკარგა. Ამჯერად იგი პირველ მოსახვევში მომხდარი ინციდენტების გამო მოცურდა და პელეტონის ბოლოში აღმოჩნდა.

წინა ეტაპებისგან განსხვავებით არჩილმა ტრასაზე დაბრუნების შემდეგ საოცარი ტემპი აჩვენა და პიტსტოპებისა და ეფექტური გასწრებების სერიის შემდეგ, რბოლის ბოლოს ლიდერის, სანდრო შამანიდის უკან აღმოჩნდა.

Სანდრო 10 წუთის განმავლობაში ციმაკურიძის გაუთავებელ შეტევებს უშეცდომოდ იგერიებდა და ერთ-ერთ მომენტში წარმატებული კონტრშეტევით დაკარგული პოზიციაც დაიბრუნა. საბოლოოდ, ფინიშამდე 2 წრით ადრე არჩილი მაინც დაწინაურდა და რბოლა გამარჯვებამდე მიიყვანა.

Შამანიდი თითქმის მთელი რბოლა ლიდერობდა, თუმცა მეორე ადგილს დასჯერდა. Მესამე პოზიციაზე Mclaren 720S GT3-ით 15 წლის საბა ჯავახიშვილი გავიდა.

Წარუმატებელი აღმოჩნდა რბოლა ჩემპიონატის უკვე ყოფილი ლიდერის, მიშო ცისკარიძისთვის, რომელმაც თავისი Aston Martin Vantage GT3 კედელთან შეჯახებისაას სერიოზულად დააზიანა და პიტსტოპში შეკეთებაზე დიდი დრო დაკარგა.

Მესამე ეტაპის შემდეგ ჩემპიონატს სათავეში 67 ქულით - არჩილ ციმაკურიძე ჩაუდგა. მეორე-მესამე პოზიციებს კი სანდრო შამანიდი 63 და მიშო ცისკარიძე 57 ქულით იკავებდნენ.

Რბოლის ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ სიმულექს რეისინგის YouTube არხზე და Facebook გვერდზე:

2023 Georgian Sim Racing Championship by Simulexe - Stage 3, Hungaroring Grand Prix - YouTube

Facebook

გეტყვით, რომ Საქართველოს ვირტუალური ჩემპიონატი წრიულ რბოლაში მეოთხე წელია ტარდება. Მისი ორგანიზატორია კომპანია სიმულექს რეისინგი.

0.117695