ფეხბურთი

17:16 | 17.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგის მეოთხედფინალური წყვილები

უეფას შტაბ-ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, კონფერენს ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

ამ ტურნირზე გიორგი წიტაიშვილის და ნიკა კვეკვესკირის "ლეხი" თამაშობს, რომელსაც ფლორენციის "ფიორენტინასთან" თამაში მოუწევს. შედეგად, ტურნირზე შემორჩენილი 8 გუნდი დაწყვილდა და შედეგები ასეთია:

"ლეხი" (პოლონეთი) - "ფიორენტინა" (იტალია)

"გენტი" (ბელგია) - "ვესტ ჰემი" (ინგლისი)

"ანდერლეხტი" (ბელგია) - "ალკმაარი" (ნიდერლანდები)

"ბაზელი" - "ნიცა" (საფრანგეთი)

გარდა ამისა, წინსწრებით ჩატარდა ნახევარფინალის წილისყრაც. ამრიგად, ცნობილია, რომელ წყვილში გამარჯვებული რომელ წყვილში საუკეთესოს დაუპირისპირდება მომდევნო ეტაპზე.

"ლეხი" - "ფიორენტინას" წყვილში გამარჯვებული "ბაზელი" - "ნიცას" შორის საუკეთესოს შეხვდება.

"გენტი" - "ვესტ ჰემის" წყვილში გამარჯვებული "ანდერლეხტი" - "ალკმაარს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

კონფერენს ლიგის მეოთხედფინალური მატჩები 13 და 20 აპრილს გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ ნახევარფინალები 11 და 18 მაისს შედგება, ხოლო ფინალი 7 ივნისს, პრაღაში ჩატარდება.

0.118582