ფეხბურთი

16:18 | 17.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე გუნდები მეოთხედფინალში დაწყვილდნენ

უეფას შტაბ-ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

შედეგად, ტურნირზე შემორჩენილი 8 გუნდი დაწყვილდა და შედეგები ასეთია:

"მანჩესტერი" (ინგლისი) - "სევილია" (ესპანეთი)

"იუვენტუსი" (იტალია) - "სპორტინგი" (პორტუგალია)

"ლევერკუზენი" (გერმანია) - "უნიონ სენ-ჟილი" (ბელგია)

"ფეიენოორდი" (ნიდერლანდები) - "რომა" (იტალია)

ცენტრალური "მანჩესტერი" "სევილიას" დაპირისპირებაა: ტურნირის ფავორიტი, გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ყველაზე მეტჯერ აქვს ევროპა ლიგა მოგებული. "იუვე" - "სპორტინგიც" გამორჩეული დუელია, "ფეიენოორდს" კი "რომასთან" რევანშის შანსი აქვს, რადგან გასულ სეზონში იტალიურ გუნდთან კონფერენს ლიგის ფინალში წააგო.

გარდა ამისა, წინსწრებით ჩატარდა ნახევარფინალის წილისყრაც. ამრიგად, ცნობილია, რომელ წყვილში გამარჯვებული რომელ წყვილში საუკეთესოს დაუპირისპირდება მომდევნო ეტაპზე.

"იუვენტუსი" - "სპორტინგის" გამარჯვებული ნახევარფინალში "მანჩესტერი" - "სევილიას" შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

"ფეიენოორდი" - "რომას" გამარჯვებული ნახევარფინალში "ლევერკუზენი" - "უნიონ სენ-ჟილს" შორის საუკეთესოს შეხვდება.

ევროპა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები 13 და 20 აპრილს გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ ნახევარფინალები 11 და 18 მაისს შედგება, ხოლო ფინალი 31 მაისს, ბუდაპეშტში ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117117