ფეხბურთი

15:20 | 17.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია
დიდი შანსია ფინალში ერთი გუნდი იტალიური იყოს

უეფას შტაბ-ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

შედეგად, ტურნირზე შემორჩენილი 8 გუნდი დაწყვილდა, რა თქმა უნდა, ცნობილია, ვის შეხვდება ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიც“. წილისყრის შედეგები ასეთია:

"რეალი" (ესპანეთი) - "ჩელსი" (ინგლისი) - მატჩები გაიმართება 12/18 აპრილს.

"ბენფიკა" (პორტუგალია) - "ინტერი" (იტალია) - მატჩები გაიმართება 11/19 აპრილს.

"მანჩესტერ სიტი" (ინგლისი) - "ბაიერნი" (გერმანია) - მატჩები გაიმართება 11/19 აპრილს.

"მილანი" (იტალია) - "ნაპოლი" (იტალია) მატჩები გაიმართება 12/18 აპრილს.

ამრიგად, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ისტორიაში თავის პირველ მეოთხედფინალში "მილანს" შეხვდება, რომელიც სერია A-ში გასული წლის სექტემბერში გასვლაზე 2:1 დაამარცხა. ეს გუნდები სერია A-ს ეგიდით 2 აპრილს "სტადიო მარადონაზე შეხვდებიან, ხოლო მერე ასევე აპრილში ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ დაუპირისპირდებიან.

გარდა ამისა, წინსწრებით ჩატარდა ნახევარფინალის წილისყრაც. ამრიგად, ცნობილია, რომელ წყვილში გამარჯვებული რომელ წყვილში საუკეთესოს დაუპირისპირდება მომდევნო ეტაპზე:

"მილანი" - "ნაპოლის" წყვილის გამარჯვებული ნახევარფინალში შეხვდება "ბენფიკა" - "ინტერის" გამარჯვებულს.

"რეალი" - "ჩელსის" წყვილის გამარჯვებული ნახევარფინალში შეხვდება "მანჩესტერ სიტი" - "ბაიერნის" გამარჯვებულს.

წილისყრის გზიდან ჩანს, რომ დიდი შანსია 3 იტალიური გუნდიდან ერთ-ერთი ფინალში ვიხილოთ. ამის ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი მხოლოდ "ბენფიკაა". სამაგიეროდ, მეორე გზა გაცილებით ძლიერია - "რეალი", "ჩელსი", "ბაიერნი", "მანჩესტერ სიტიდან", ფინალში მხოლოდ ერთი გავა.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩები 11-12 და 18-19 აპრილს გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ ნახევარფინალები 9-10 და 16-17 მაისს შედგება, ხოლო ფინალი 10 ივნისს, სტამბოლში ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137843