ფეხბურთი

12:14 | 17.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალვარესმა "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა ხულიან ალვარესმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმად, ის „ეტიჰად სთედიუმზე“ 2028 წლამდე ითამაშებს.

არგენტინელი ფეხბურთელი, რომელიც ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, წელიწადში 3 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე გამოიმუშავებს.

23 წლის თავდამსხმელი „მანჩესტერ სიტიში“ პირველ სეზონს ატარებს და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 მატჩში 10 გოლი გაიტანა, 3-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. მანამდე ალვარესი სამშობლოში, „რივერ პლეიტის“ მაისურით თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128524