ვეტერანმა ფეხბურთელმა მასიმო ბრამბატიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს შორის არჩევანს ქართველ ფეხბურთელზე გააკეთებდა.
როგორც მან აღნიშნა, ნიგერიელისგან განსხვავებით ხვიჩას აქვს რაღაც განსაკუთრებული და თანდაყოლილი:
„ოსიმენი ძალიან გაიზარდა, მაგრამ თუ „ნაპოლის“ რომელიმე ფეხბურთელში დიდი ფულის დახარჯვა მომიწევდა, ქართველს ავიყვანდი და არა მას. კვარაცხელიას აქვს რაღაც უნიკალური და თანდაყოლილი.
ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე ჩემი პროგნოზი ასეთია: „ნაპოლი“ – „ბენფიკა“, „მილანი“ – „ბაიერნი“ და „ინტერი“ – „მანჩესტერ სიტი“, - თქვა ბრამბატიმ.