ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის საწყისი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
„სამი ლომის“ განაცხადში ვერ მოხვდნენ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, რაჰიმ სტერლინგი და ბენ ვაითი. საუთგეიტმა არჩევანი შემდეგ ფეხბურთელებზე შეაჩერა:
მეკარეები: ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), ნიკ პოუპი (ნიუკასლი), აარონ რამსდეილი (არსენალი)
მცველები: ბენ ჩილველი (ჩელსი), რის ჯეიმსი (ჩელსი), ერიკ დაიერი (ტოტენჰემი), მარკ გუეჰი (კრისტალ პალასი), ჰარი მაგუაირი (მანჩესტერი), ლუკ შოუ (მანჩესტერი), ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი), კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი), კირან ტრიპიერი (ნიუკასლი)
ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი), მეისონ მაუნთი (ჩელსი), კონო გალაჰერი (ჩელსი), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), კალვინ ფილიპსი (მანჩესტერ სიტი), ჯეიმს მედისონი (ლესტერი), დეკლან რაისი (ვესტ ჰემი)
თავდამსხმელები: ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ჯეკ გრილიში (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), მარკუს რაშფორდი (მანჩესტერი), ბუკაიო საკა (არსენალი), აივენ ტოუნი (ბრენტფორდი)
ინგლისის ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით 23 მარტს იტალიის ნაკრებს, ხოლო 3 დღის შემდეგ უკრაინის ნაკრებს შეხვდება.