ფეხბურთი

22:12 | 16.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: გიორგი მამარდაშვილისთვის იან ობლაკი სარკეა

ესპანურმა გამოცემა Superdeporte-მ „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მას იან ობლაკს ადარებენ. წყაროს რჩევით, ქართველისთვის სლოვენიელი სარკე უნდა იყოს და მასში საკუთარ თავს ხედავდეს.

„გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია. ქართველი მეკარე, რომელსაც მომატების დიდი პოტენციალი ჯერ კიდევ აქვს, ვალენსიურ გუნდს თავის სეივებით უამრავ თამაშში დაეხმარა და იძლევა დაპირებას, რომ მომდევნო ათწლეულში ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე იქნება. დამდეგ უიქენდზე „ვალენსია“ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ „ატლეტიკოსთან“ სათამაშოდ, რომლის კარს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, იან ობლაკი იცავს. სლოვენიელი სარკეა, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი მეკარე საკუთარ თავს უნდა ხედავდეს, იმის გამო, თუ რა გზა უნდა გაიაროს.

დღეს მათი შედერება ჯერ კიდევ ნაადრევია, მაგრამ „ვალენსიას“ 25-ე ნომერს აქვს ობლაკის მსგავსი ფიზიკური და ტექნიკური უნარები. გიორგი დაახლოებით 10 სმ-ით მაღალია, მაგრამ ორივე დიდებული მეკარეა, რომლებიც გამორჩევიან რეფლექსებით და შეუძლებელი ბურთების მოგერიებითთ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მაღალია, რთული ბურთების მოგერიების თანდაყოლილი უნარი აქვთ.

სლოვენიელი მეკარე 2014 წლის შემდეგ, როცა ესპანეთში ჩამოვიდა, მრავალ ასპექტში გაიზარდა, რაზეც მამარდაშვილს სათამაშო აქვს. მაგალითად, ერთ-ერთზე მეტოქესთან პოზიციონირება, კუთხურებზე კარიდან გამოსვლა - ქართველი ამ კუთხით ეჭვებს ჯერ კიდევ ტოვებს. ასევე, ფეხით მუშაობის ფაზაში უნდა განაგრძოს განვითარება, რათა სიმშვიდე მოიპოვოს. ბოლოს, პენალტებიც, რომლის მოგერიების მხრივ ესპანეთში ჩამოსულ ობლაკს სერიოზული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ახლა თითქმის სპეციალისტია.

რეალობა ისაა, რომ გიორგი მხოლოდ 22 წლისაა, „ვალენსია“ კი ევროპაში მისი პირველი გამოცდილებაა, სულ რაღაც მეორე სეზონში კი ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. მან იცის, რომ უნდა გააუმჯობესოს გარკვეული ასპექტები ტოპებს საბოლოოდ რომ მიუახლოვდეს. ჩემპიონატში მისთვის მისაბაძი მაგალითები ობლაკი და ტიბო კურტუა არიან.

მიმდინარე სეზონში ქართველმა მეკარემ ყველაზე მეტი სეივი გააკეთა, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ „ვალენსიას“ კარში სხვა გუნდებთან შედარებით ყველაზე ხშირად ურტყამენ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ სტატისტიკა ძალიან კარგია: ჯამში 75 სეივი, აქედან 47 საჯარიმოს შიგნიდან დარტყმებზე. ის დარტყმების 73%-ს იგერიებს. ბოლო მატჩებში მან ორჯერ შეინახა კარი მშრალად, თუმცა, მისი დატვირთვაც შემცირდა, რადგან „ვალენსიას“ კარში ბოლო პერიოდში გაცილებით ნაკლებს ურტყამენ“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 28 გოლი გაუშვა და კარი მშრალად ხუთჯერ შეინახა. ბოლო პერიოდში ქართველი მეკარე „იუვენტუსს“, „ატლეტიკოს“ და „ტოტენჰემს“ დაუკავშირეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113882