ფეხბურთი

21:00 | 16.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

კიდევ ერთი ტურამი საფრანგეთის ნაკრებში: დეშამმა 3 დებიუტანტი გამოიძახა

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის საწყისი მატჩებისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

„მამლების“ რიგებში მოხვდა „ნიცას“ ნახევარმცველი ხეფრენ ტურამი, რომელიც მარკუს ტურამის ძმა და ლილიან ტურამის ვაჟია. ის საფრანგეთის ნაკრებში პირველად მიიწვიეს. მის გარდა, ეროვნულ გუნდში პირველად უხმეს "ჩელსის" მცველ ვესლი ფოფანასა და "ლანსის" მეკარე ბრის სამბას.

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ალფონს არეოლა (ვესტ ჰემი), მაიკ მენიო (მილანი), ბრის სამბა (ლანსი)

მცველები: ვესლი ფოფანა (ჩელსი), ტეო ერნანდესი (მილანი), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული), ჟულ კუნტე (ბარსელონა), ბენჟამინ პავარი (ბაიერნი), ვილიამ სალიბა (არსენალი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი)

ნახევარმცველები: იუსუფ ფოფანა (მონაკო), ედუარდო კამავინგა (რეალი), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი), ხეფრენ ტურამი (ნიცა), ორელინ ჩუამენი (რეალი), ჯორდან ვერეტუ (მარსელი)

თავდამსხმელები: კინგსლი კომანი (ბაიერნი), მუსა დიაბი (ლევერკუზენი), ოლივიე ჟირუ (მილანი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), რანდალ კოლო მუანი (აინტრახტი), კილიან მბაპე (პსჟ), მარკუს ტურამი (გლადბახი)

საფრანგეთის ნაკრები 24 მარტს ნიდერლანდების ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო სამი დღის შემდეგ ირლანდიას ესტუმრება.

0.115075