საქართველოს ნაკრებში შესაძლოა, უახლოეს მომავალში კონსტანტინ მარადიშვილი გამოიძახონ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.
RB Sport-ის ინფორმაციით, 23 წლის საყრდენ ნახევარმცველს საქართველოს ნაკრებში თამაში სურს და საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს. წყაროს თანახმად, ეს პროცესი დასკვნით ეტაპზეა. საინტერესოა, რომ Transfermark-ზე მარადიშვილს უკვე საქართველოს მოქალაქეობა უწერია.
მიუხედავად ამისა, რუსულ პრესასთან საუბარში ინფორმაცია არ დაადასტურა ფეხბურთელის მამამ, კობა მარადიშვილმა. Ria Novost-ის ინფორმაციით, რომელსაც მამამისზე დაყრდნობით ავრცელებს, მარადიშვილი არც მოქალაქეობის მიღებას აპირებს და არც საქართველოს ნაკრებში თამაშს.
კონსტანტინე მარადიშვილი რუსეთშია დაბადებული. მან 2019-2021 წლებში მოსკოვის ცსკა-ს რიგებში 49 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, ხოლო 2021 წლიდან მოსკოვის „ლოკომოტივის“ მაისურით 48 შეხვედრაში თავი 4 გოლით გამოიჩინა. კონკრეტულად მიმდინარე სეზონში საყრდენი ნახევარმცველის აქტივში 20 მატჩი, 2 გოლი და 4 საგოლე პასია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო მოსკოვის „დინამოს“ მცველმა საბა საზონოვმა, რომელსაც ჯერ 21-წლამდე, მერე კი ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა დებიუტი. ახალგაზრდა ფეხბურთელი ვილი სანიოლმა მონღოლეთისა და ნორვეგიის ნაკრებების წინააღმდეგ სათამაშოდაც გამოიძახა.