ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი, რიო ფერდინანდი, აღფრთოვანებულია მადრიდის „რეალის" თავდამსხმელის, ვინისიუსსის სისწრაფით და ბრაზილიელს სხვა გუნდების ვარსკვლავებს ადარებს.
ფერდინანდმა კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდის მაგალითი მოიყვანა. ასევე ახსენა მარკუს რაშფორდი და ბუკაიო საკა.
„ვინისიუსი მბაპეზე და ჰოლანდზე ერთი საფეხურით დაბალა დგას? ვფიქრობ, რაშფორდი და საკაც ამ ხარისხის ფეხბურთელები არიან. მაგრამ ეს ბიჭი... განსხვავება ბრაზილიელსა და მათშორის არის ის, რომ ჯუნიორი ამას ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის დონეზე სტაბილურად აკეთებს. შარშან მან მოიგო ეს ტურნირი, როგორც გუნდის შეუცვლელმა მოთამაშემ.
თანამედროვე ფეხბურთის მნიშვნელოვანი კომპონენტია სისწრაფე. სისწრაფე კლავს. ეს სასიკვდილოდ აშინებს მის წინააღმდეგ მოთამაშე მცველებს. ვინიციუსს აქვს არა მხოლოდ სისწრაფე, არამედ მისი გამოყენების უნარიც. ბრწყინვალე ფეხბურთელია.“ - ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს BT Sport.