ფეხბურთი

13:49 | 16.03.2023 | ნანახია 633 - ჯერ

არტეტა პრემიერლიგის საჩემპიონო რბოლაზე: „არსენალმა“ რაღაც წარმოუდგენელი უნდა გააკეთოს“

„არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ, პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მეთოფეებს" ტიტულის მოსაპოვებლად დიდი შრომა მოუწევთ.

„რეალობა ისაა, რომ ყველა მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სხვაობა იმდენად მცირეა, ტიტულის მოსაპოვებლად დარჩენილ დროში რაღაც წარმოუდგენელი უნდა გავაკეთოთ. ვაგრძელებთ ყოველდღიურ მუშაობას. ეს ერთადერთია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია.

როცა მწვრთნელი ხარ, ერთ დღეში უამრავი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო, საერთო სურათი ნათელია - ვიცი, რისი გაკეთება მსურს კლუბში უახლოეს თვეებში. “ - ციტირებს არტეტას სიტყვებს ESPN .

27 მატჩის შემდეგ, „არსენალი“ პრემიერლიგას 66 ქულით ლიდერობს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:29 | 16.03.2023
O. Mertskhali (8101)

ისე, მგონია რომ იპირველებენ, რადგან ახლა "არსენალის" ჟღარუნის დროა DDDD

14:14 | 16.03.2023
O. Mertskhali (8101)

ხო, არ უნდა ჩაისვაროს - ეს კი მართლაც წარმოუდგენელი ჩანს, არსენის შემდგომი არსენალისგან DDDD

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.119363