ფეხბურთი

14:03 | 16.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მონღოლეთისა და ნორვეგიის ნაკრებებთან მატჩებისთვის ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მარტის სანაკრებო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 25 ფეხბურთელი მოხვდა.

ფრანგი სპეციალისტის რჩეულთა შორის ერთი დებიუტანტია: მოსკოვის "დინამოს" ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე. სხვათა შორის, რუსული გუნდიდან მან საბა საზონოვიც იხმო, თუმცა მას დებიუტი ნოემბერში, მაროკოს ნაკრებთან ჰქონდა. დიდი ხნის პაუზის შემდეგ ნაკრებს დაუბრუნდა "დინამო თბილისის" მცველი ჯიმი ტაბიძე. სამაგიეროდ, სანიოლის რჩეულთა შორის არაა ლუკა ლოჩოშვილი, რომელსაც ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და მიზეზიც ეს უნდა იყოს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი)

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, აზერბაიჯანი), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი ("შახტარი", უკრაინა), ჯიმი ტაბიძე („დინამო თბილისი"), საბა საზონოვი ("დინამო", რუსეთი), ლაშა დვალი ("აპოელი", კვიპროსი)

ნახევარმცველები: გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“ პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე ("დინამო", რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, სლოვაკეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი", თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე ("ანკარაგუჯუ", თურქეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

მონღოლეთთან და ნორვეგიასთან შეხვედრებისთვის ჩვენი გუნდი 25 ფეხბურთელით მოემზადება. საწვრთნელი შეკრება თბილისში 20 მარტს დაიწყება და შემდეგ მატჩების მასპინძელ ქალაქში გაგრძელდება. საქართველოს ნაკრები 25 მარტს, 18:00 საათზე ამხანაგურ მატჩს მონღოლეთთან ჩაატარებს, ხოლო 28 მარტს, 20:00 საათზე ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე თამაში ბათუმში გაიმართება.

0.120788